ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი

Friday, January 29, 2016



იყო ერთი ქალწული, რომელსაც გამორჩეულად  უყვარდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. იგი მუდამ მის დიდებაში იყო. 














ჭამდა, ეძინა თუ რაიმე ხელსაქმით იყო დაკავებული, გულში ყოველთვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საგალობელს იმეორებდა. 








ხელსაქმით მოპოვებული თანხით კი ისევ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომლებს ყიდულობდა. ღვთისმოშიშ ქალწულს სურდა, თუ შემთხვევით სიტყვით ვერ შეძლებდა დედა ღვთისმშობლის დიდებას, მის კეთილ, მოწყალებით სავსე საქმეებს ედიდებინა ყოვლადწმიდა მარიამი.






ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდა ქალწული სიცოცხლის ბოლომდე. როდესაც მისმა გარდაცვალების დრომ მოაწია, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ანგელოზი გამოუგზავნა მას და „გიხაროდენ“-ის გალობით შეჰვედრა ქალწულმა სული უფალს.







ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სასწაული მოახდინა. ქალწულის საფლავზე წითელი ვარდები ამოვიდა. 












წითელი ვარდების თითოეულ ფურცელზე თეთრად ეწერა სიტყვები: გიხაროდენ! გიხაროდენ! გიხაროდენ! 

No comments:

Post a Comment